ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე 2021: მნიშვნელოვანი მიგნებები საქართველოში

შესავალი

2021 წლის მარტი-მაისის პერიოდში ჩატარდა ევროპული ვებ-გამოკითხვა ნარკოტიკებზე და შეგროვდა მონაცემები საქართველოში მცხოვრები 18 წლის და უფროსი ასაკის პირებისაგან, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნულ პერიოდში, ევროპისა და მის სამეზობლო ქვეყნებში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ დაწესდა კარანტინი და შეზღუდვები. წარმოდგენილი გამოკითხვის შედეგები მიღებულია 396 რესპონდენტისგან, რომლებმაც განაცხადეს, რომ გამოკითხვამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში (ბოლო 12 თვეში მოხმარება) მოიხმარეს მინიმუმ ერთი არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალება და ცხოვრობენ საქართველოში.

დასკვნა

  • რესპონდენტების უმრავლესობამ (97%) აღნიშნა კანაფის მოხმარება ბოლო 12 თვის განმავლობაში. გამოკითხულთა 55%-მა აღნიშნა მდმა/ექსტაზის მოხმარება, 34%-მა - ლსდ-ს და 30%-მა კეტამინის მოხმარება.
  • თითქმის ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ყველაზე ხშირ მოტივაციად ეიფორიის მიღება და განტვირთვა დასახელდა.
  • ნარკოტიკულ საშუალებებს ყველაზე ხშირად მოიხმარდნენ სახლში.
  • COVID-19-ის პანდემიამ და ეროვნულმა საპასუხო ზომებმა ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა კანაფის (მოხმარება გაიზარდა) და მდმა/ექსტაზის (მოხმარება შემცირდა) მოხმარებაზე.

ნარკოტიკების მოხმარების თავისებურებები

გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა (97%) აღნიშავს კანაფის მოხმარებას ბოლო 12 თვის განმავლობაში. მდმა/ექსტაზი (55%), ლსდ (34%) და კეტამინი (30%) იყო შემდეგი ყველაზე ხშირად მოხმარებული არალეგალური ნივთიერებები, რომლებსაც მოჰყვებოდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ) (24%), ამფეტამინი (23%) ან კოკაინი (22%). რესპონდენტების 12%-მა აღნიშნა მეტამფეტამინის, ხოლო 11%-მა ჰეროინის მოხმარება.

დიაგრამა 1. ბოლო 1 წლის განმავლობაში მოხმარება (n = 396)

ამ დიაგრამის წყაროს მონაცემები ხელმისაწვდომია ცხრილი 1 ამ გვერდზე.

ნარკოტიკების მოხმარების მოტივაცია

კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მოტივაცია, ხშირად, ასახავს იმ ეფექტს, რომელსაც მომხმარებლები ელოდებიან ამ ნივთიერებების მოხმარების შედეგად. გამოკითხვის თანახმად მცენარეული კანაფი მოიხმარებოდა სტრესის შესამცირებლად და განტვირთვისთვის, ეიფორიის მისაღწევად ან გასართობად, ძილის გასაუმჯობესებლად და დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალოდ. მდმა/ექსტაზის მოხმარების ძირითად მოტივაციად ეიფორიული ეფექტი და სტრესის შემცირება დასახელდა.

დიაგრამა 2ა. ბოლო 12 თვის განმავლობაში კანაფის მცენარეული პროდუქტის მოხმარების მოტივაცია (n = 239)

ამ დიაგრამის წყაროს მონაცემები ხელმისაწვდომია ცხრილი 2ა ამ გვერდზე.

დიაგრამა 2ბ. ბოლო 12 თვის განმავლობაში მდმა/ექსტაზის მოხმარების მოტივაცია (n = 118)

 

ამ დიაგრამის წყაროს მონაცემები ხელმისაწვდომია ცხრილი 2ბ ამ გვერდზე.

გარემო/ადგილი, სადაც ნარკოტიკებს მოიხმარენ

რესპონდენტების უმრავლესობამ (n=308; 79%) ბოლო 12 თვის განმავლობაში ნარკოტიკების მოხმარების გარემო/ადგილად სახლი დაასახელა. აღნიშნული მოსალოდნელი იყო კვლევის დაწყებამდეც, რადგან შესაძლოა ეს ქცევა COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ, მობილობის შეზღუდვის, ზომებს გამოეწვია.

დიაგრამა 3. ბოლო 12 თვის განმავლობაში ნარკოტიკების მოხმარების ადგილები (n = 396)

ამ დიაგრამის წყაროს მონაცემები ხელმისაწვდომია ცხრილი 3 ამ გვერდზე.

COVID-19 პანდემიის გავლენა ნარკოტიკების მოხმარებაზე

კითხვაზე, თუ რა გავლენა მოახდინა COVID-19-ის პანდემიამ არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე, რესპონდენტებმა განსხვავებული და არაერთგვაროვანი გამოცდილებები დაასახელეს. კერძოდ, კანაფის ფისს/ჰაშიშს და მცენარეულ კანაფს უფრო მეტად მოიხმარდნენ, ხოლო ექსტაზი/მდმა და მეტამფეტამინს უფრო ნაკლებად.

დიაგრამა 4. COVID-19-ის პანდემიამ როგორ შეცვალა თქვენ მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება?

ამ დიაგრამის წყაროს მონაცემები ხელმისაწვდომია ცხრილი 4 ამ გვერდზე.

შენიშვნები

(1) წარმოდგენილი მონაცემები ასახავს საქართველოში ჩატარებული ვებ გამოკითხვის შედეგებს, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ევროკავშირი ნარკოვითარების მონიტორინგისთვის“ (EU4MD) ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გამოკითხვის შედეგების განზოგადება ზოგად მოსახლეობაზე ვერ ხერხდება, მათი თანმიმდევრულად ჩატარებით და მონაცემთა შეგროვების სხვა ტრადიციულ მეთოდებთან ერთად, შესაძლებელია დაგვეხმაროს ევროპასა და ევროპის სამეზობლო ქვეყნებში ნარკოტიკების მოხმარებისა და ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბაზრის უფრო დეტალური, რეალისტური და დროული სურათის დანახვაში. აღნიშნული ინსტრუმენტები წარმოადგენს EMCDDA-ის მთავარ კომპონენტს ნარკოტიკების მუდმივად ცვალებად პრობლემებზე საპასუხოდ.

პროექტის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ, ჩვენი ვებ გვერდი ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე..

საქართველოში ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე განხორციელდა დამოკიდებულების კვლევითი ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიასა“ და ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროკავშირი ნარკოვითარების მონიტორინგისთვის“ (EU4MD) პროექტის ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტში გამოთქმული შეხედულებები არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის ოფიციალურ მოსაზრებად.

წყაროს მონაცემები

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ დიაგრამებისთვის გამოყენებული მონაცემების წყაროები.

ცხრილი 1. ბოლო 1 წლის განმავლობაში მოხმარება (n = 396)
  % რესპონდენტების
კანაფი 97
ალკოჰოლი 94
თამბაქო 90
მდმა/ექსტაზი 55
ლსდ 34
კეტამინი 30
აფნ 24
ამფეტამინი 23
კოკაინი 22
მეტამფეტამინი 12
ჰეროინი 11
ცხრილი 2ა. ბოლო 12 თვის განმავლობაში კანაფის მცენარეული პროდუქტის მოხმარების მოტივაცია (n = 239)
  % რესპონდენტების

სტრესის შესამცირებლად/
განტვირთვისთვის

70
ეიფორიის მისაღწევად
/გასართობად
69
ძილის გასაუმჯობესებლად 35
დეპრესიის/შფოთვის
სამკურნალოდ
34
სოციალიზაციისთვის 16
პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად
(სკოლა, სამსახური, სპორტი და სხვა)
16
ტკვილის/ანთების შესამსუბუქებლად 14
ცნობისმოყვარეობის გამო/
ექსპერიმენტირების მიზნით
5
სხვა 4
ცხრილი 2ბ. ბოლო 12 თვის განმავლობაში მდმა/ექსტაზის მოხმარების მოტივაცია (n = 118)
  % რესპონდენტების
ეიფორიის მისაღწევად
/გასართობად
83
სტრესის შესამცირებლად/
განტვირთვისთვის
39
სოციალიზაციისთვის 14
დეპრესიის/
შფოთვის სამკურნალოდ
12
ცნობისმოყვარეობის გამო/
ექსპერიმენტირების მიზნით
7
ტკვილის/ანთების
შესამსუბუქებლად
3
პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად
(სკოლა, სამსახური, სპორტი და სხვა)
2
ცხრილი 3. ბოლო 12 თვის განმავლობაში ნარკოტიკების მოხმარების ადგილები (n = 396)
ადგილი/გარემო % რესპონდენტების
სახლი 79
კლუბი ან ბარი 66
მუსიკალური ფესტივალი
ან წვეულება
65
საჯარო სივრცე
(ქუჩა, პარკი, და სხვა)
31
სამსახური 14
სკოლა/უნივერსიტეტი/
ტრენინგ სივრცე
4
ნარკოტიკების
უსაფრთხო მოხმარების ოთახი
3
ქიმსექსის ადგილი 3
ცხრილი 4. კოვიდ-19-ის პანდემიამ როგორ შეცვალა თქვენ მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება? (% რესპონდენტების )
ნარკოტიკი ნაკლებს მოვიხმარ ისევ ისე მოვიხმარ უფრო მეტს მოვიხმარ არ ვიცი/უარი პასუხზე
ექსტაზი/მდმა 66 16 9 9
კოკაინის ფხვნილი 42 18 12 28
აფნ 36 18 32 14
ამფეტამინი 36 32 14 18
ჰეროინი 30 45 5 20
კანაფის ფისი 30 28 40 2
მცენარეული კანაფი 18 42 35 5
Top